29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება

29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ ავრცელებს.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ფესტივალი ხორციელდება „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით.
ფონდის ცნობით, ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებებია დაგეგმილი – დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ და უკრაინელ მწერლებთან.
ფესტივალი წალენჯიხის არტმეურნეობის პარკში ჩატარდება, რაც შეეხება პროგრამას:
29 ივნისი
13:00-19:00 წიგნის ბაზრობა
13:00 -13:30
ოფიციალური გახსნა. მისასალმებელი სიტყვები
13:30 -14:00
საბჭოთა წარსული
ელზა გურგენიძე – “ზაოდი” (ინტელექტი)
დათო ხვადაგიანი, რუსუდან “საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ” (სოვლაბი)
მოდერატორი: გვანცა ჯობავა
14:00 -14:30
თანამედროვე ქართული პროზა
რუსუდან რუხაძე – სიყვარულის წონა (ინტელექტი)
ნანა აკობიძე – სამი ომი (ინტელექტი)
მოდერატორი – ზვიად კვარაცხელია
14:30 -15:00
საქართველო და მსოფლიო
ბესო ხვედელიძე – “გოა მშვიდობისა” (სულაკაურის გამომცემლობა)
ბექა ქურხული – „უკრაინული დღიურები“ (ინტელექტი)
მოდერატორი: დავით ქართველიშვილი
15:00 -15:30
ლიტერატურული სიზმარი
მიხეილ ციხელაშვილი – ტანჟერული სიზმარი (სულაკაურის გამომცემლობა)
მოდერატორი – ელის დოჯსონი
15:30 -16:00
ქართული და უკრაინული პოეზია
გაგა ნახუცრიშვილი, ნატალია ტროხიმი – „კასანდრა“. ლესია უკრაინკას პოეტური დრამა (გამომცემლობა კუნძული)
მოდერატორი: დალილა გოგია
16:00 -16:30
პროზაული მოგზაურობა
ელის დოჯსონი – „ამ მთისა და იმ ბარისა“ – (პალიტრა)
გიორგი დუნდუა – “სამუდამო მგზავრის ნაბიჯების ხმა” (სიესტა)
მოდერატორი: ბესო ხვედელიძე
16:30 -17:00
დაელოდე პოეზიას
ნანა აკობიძე -„ვალაუვალი“ (ინტელექტი)
ნიკა ლაშხია – “არ დაელოდო ანგელოზებს” (ინტელექტი)
მოდერატორი: გიორგი შონია
17:00 – 17:30
ახალი ქართული რომანი
დავით ქართველიშვილი – „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (პალიტრა L)
მოდერატორი: მაია ალუდაური
17:30 – 18:00
ლიტერატურული წახნაგები
ლევან ბერძენიშვილი
მოდერატორი – ზვიად კვარაცხელია
18:00 -18:30
მეამბოხე ლიტერატურა
თეონა დოლენჯაშვილი – “მეამბოხე” (პალიტრა)
ბესო სოლომანაშვილი – „ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
მოდერატორი: ელზა გურგენიძე
18:30 -19:00
წელიწადის დროები
რატი ამაღლობელი – წელიწადის დროები (გამომცემლობა ზიარი)
მოდერატორი : ნატო ალხაზიშვილი
19:00 -19:30
სიმართლე გითხრათ
– „სიმართლე გითხრათ“ (პალიტრა L)
მოდერატორი: მაია ალუდაური
19:30 -20:00
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია
რატი ამაღლობელი, ბესო სოლომანაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, რუსუდან რუხაძე
მოდერატორი: სოფო კილასონია
20:00 -21:00
ჯინსების თაობიდან თაობა Z-მდე

მოდერატორი: თეონა დოლენჯაშვილი
21:00
პრემია გრანელის გადაცემის ცერემონიალი
მუსიკალური საღამო – ვახტანგ (ვაქო) ქანთარია
30 ივნისი
12:00-12:30
ქართული საბავშვო ლიტერატურა – გამოწვევები და ხვალინდელი დღე / საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი
12:30-13:00
ლიტერატურა თარგმანებში
მაია ბადრიძე – პროზა თარგმანებში
დალილა გოგია – პოეზია თარგმანებში
მოდერატორი: რუსიკო კობახიძე
13:00 -13:30
რობოტების ყვავილები
გიორგი შონია – “რობოტების ყვავილები”(ინტელექტი)
ნატალი დარასელია – “სააღდგომო მოკვდინება” (მემორია)
მოდერატორი: ნიკა ლაშხია
13:30 -14:00
ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე
გიორგი არქანია – “ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე”
მოდერატორი: თამარ ბელქანია
14:00- 14:30
გამოსვლა
იაკი კაბე (ირაკლი კაკაბაძე) – “გამოსვლის წიგნი” (ინტელექტი)
ტორესა მოსი – „იყო“ (ინტელექტი)
მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია
14:30 -15:00
შენ მარტო არ ხარ – პოეზია
ნიკა ჩერქეზიშვილი
ლაშა მარგიანი
მოდერატორი – დალილა გოგია
15:00
ფესტივალის დახურვა.