29 წლის არქიტექტორი გოჩა ჯიქია პუტჩისტებმა 1992 წლის თებერვლის თვეში, ზუგდიდში, კინოთეატრ ,,საქართველოსთან” საკუთარი დედის თვალწინ მოკლეს

მკვლელი პუტჩისტების მიერ მოკლული ქართველი ახალგაზრდა, 29 წლის არქიტექტორი გოჩა ჯიქია.
იგი პუტჩისტებმა 1992 წლის თებერვლის თვეში, ზუგდიდში, კინოთეატრ ,,საქართველოსთან” საკუთარი დედის თვალწინ მოკლეს. მკვლელებს მისი მოშვებული წვერითა და სახის გამომეტყველებით მასზე შეექმნათ წარმოდგენა, რომ ის ზვიადისტი იყო. მანქანიდან გადმოვიდა 4 შეიარაღებული და უდანაშაულო გოჩა ჯიქიას მათ პირდაპირ გულში ესროლეს ტყვია. გამწარებულ დედას თვალწინ მოუკლეს ერთადერთი შვილი. მომაკვდავი გოჩას ბოლო სიტყვები იყო: ,,არ ესროლოთ დედასო.” იმავე დღეს მოკლეს სტადიონთან ენუქი შონია. ეს გახლდათ შედეგი შეიარაღებული ბანდების მიერ ,,ზვიადიატებზე ნადირობის” გამოცხადების შემდეგ.
იმავე წელს, 1992 წლის მარტის თვეში, როცა ზუგდიდში, რუხში 5-საათიანი სროლების შემდეგ ზვიად გამსახურდიას ერთგულმა გვარდიის წევრებმა ტყვედ აიყვანეს გია ყარყარაშვილი, ის სწორედ გოჩა ჯიქიას სახლში მიიყვანეს, ისე, რომ თავად არ იცოდა თუ სად მიჰყავდათ. ოჯახში გაშლილ სუფრასთან, სადაც ტყვეც დასვეს, მოხუცმა, შაოსანმა ქალმა, რომელიც სტუმრებს მასპინძლობდა, მხოლოდ მოგვიანებით უთხრა ყარყარაშვილს, რომ ის მისი გვარდიელების მიერ დახვრეტილი გოჩა ჯიქიას დედა იყო (,,ისეთი დარტყმა მივიღე, ნამდვილად არ ველოდი. ეს სინდისის ქენჯნა იყო. ვაჟკაცობა არ გყოფნის, როდესაც შავებში ჩაცმულ დედას უყურებ… მაშინ პირველად ჩავხედე თვალებში მოწინააღმდეგე მხარის ტანჯვას”, – ამბობდა ყარყარაშვილი)…
მარადიული დიდება მკვლელების მიერ უდანაშაულოდ დახოცილი ქართველი მამულიშვილების ხსოვნას.
ლუკა ყიფიანის პოსტი