29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: იყავით ფხიზლად და ყურადღებით, რადგან არსებობს ალბათობა, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას შეეცადოს. ამიტომ, ნაკლებად ენდოთ იმ ადამიანებს, ვისაც კარგად არ იცნობთ.
კურო: კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობაა. შესაძლოა, ზურგს უკან მითქმა-მოთქმამ ავნოს თქვენს რეპუტაციას, რაც მეტად დაძაბავს სიტუაციას. რაც უფრო მოქნილი და დიპლომატიური იქნებით, მით ნაკლებ ზიანს მოგაყენებენ.
ტყუპები: ეს დღე უახლოესი თვეების მანძილზე თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. თუ მეგობრებმა საინტერესო ღონისძიებაზე მიგიწვიეს, უარი არ თქვათ – სასიამოვნო ნაცნობობა გელით.
კირჩხიბი: მშვიდი სამუშაო დღეა. პლანეტების განლაგება ყველა საქმესა და წამოწყებაში წარმატებას გპირდებათ. ეცადეთ, სიზარმაცის და დეპრესიის შეტევები დაძლიოთ და ყველაზე რთული პროექტების განხორციელება დაიწყოთ.
ლომი: ამ დღეს წვრილმანების გაზვიადება და გადაჭარბებული რეაქცია გახასიათებთ, თუმცა ვარსკვლავები საკმაოდ ნაყოფიერ, საინტერესო შეხვედრებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე დღეს გპირდებიან.
ქალწული: ეს ის დღეა, როდესაც მეტი უნდა იაქტიუროთ და ინიციატივა ხშირად გამოიჩინოთ. ბედი უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ.
სასწორი: ამ დღეს წვრილმანებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ – დაწყებული პროექტის ან საქმიანი შეხვედრის წარმატება დიდწილად მათზეა დამოკიდებული.
მორიელი: გაბედულად დაიწყეთ თქვენი გეგმების განხორციელება. პროექტები და გეგმები სარგებლის მომტანი იქნება, სასიკეთო პერიოდია რაიმეს შესაძენადაც.
მშვილდოსანი: მთელი ყურადღება თვითგანვითარებასა და პიროვნულ ზრდაზე უნდა გადაიტანოთ. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც სიხარულსა და კმაყოფილებას განიჭებთ.
თხის რქა: ნაყოფიერი მუშაობის დღეა. ეცადეთ, თქვენი პროფესიული კავშირები გააძლიეროთ და მთელი ყურადღება კარიერულ ზრდაზე გადაიტანოთ.
მერწყული: თქვენს გონებრივ და ემოციურ კეთილდღეობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ შესაძლებელია, ამ დღეს მხოლოდ ნაკლებად სტრესული საქმეები უნდა აკეთოთ.
თევზები: ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია აქტიური და კომუნიკაბელური იყოთ. დაეხმარეთ ადამიანებს, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას