29 კონგრესმენის წერილი, რომლითაც ისინი კობახიძეს მიმართავენ, ოფიციალურად გამოქვეყნდა

წერილი, რომლითაც 29 კონგრესმენმა პრემიერმინისტრი ს მიმართა, ამერიკის საგარეო საქმეთა კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
29 კონგრესმენი მოუწოდებს ს, გაიწვიოს კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ სენატის ინიციატივას შეუერთდებიან.
ფორმულა წერილის შინაარს შეგახსენებთ:
“ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ შეშფოთება “უცხოელი აგენტის” კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ერთი წლის შემდეგ შემოაბრუნა. ეს კანონპროექტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის გაცხადებულ სურვილს, შეუერთდეთ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, 2009 წლის შტატები-საქართველოს ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი საქართველოში რუსული ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში.
ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და გააფართოოს საქართველოში დემოკრატია, ეკონომიკური თავისუფლება, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. გააძლიეროს კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, როგორც ქარტია ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
კონგრესმენების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კანონპროექტის მიღება “ძირს უთხრის ქართველ ხალხს, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს”. ამასთან, კონგრესმენები უარყოფენ მოსაზრებას, რომ კანონპროექტი შემუშავებულია -ის კანონის მიხედვით.
“კანონპროექტი ჰგავს იმ კანონს, რომელიც რუსეთში, 2012 წელს შემოიღეს. ეს კანონი პუტინმა ოპოზიციის გასაქრობად გამოიყენა, რაც ს საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმში დაბრუნებით დასრულდა.
ჩვენ გვწამს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და სურს, უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი, ამ კანონის მიღება კი რუსეთის მავნე გავლენას გაზრდის საქართველოში”, – წერია განცხადებაში.
ამასთან, კონგრესმენები ივანიშვილის 29 აპრილს, ქართული ოცნების აქციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მისი რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია.
“ივანიშვილმა მიუთითა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ, შეერყიათ საქართველოს სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის დღიდან, მათ შორის 16 წლის შემდეგ, რაც რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო თქვენი ტერიტორიები. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.
საქართველოში სიტუაცია ნათელია. ხელისუფლებას შეუძლია, აირჩიოს – მოუსმენს ქართველი ხალხის ხმას, თუ გააგრძელებს ბნელ გზას რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ.
ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შტატების მიერ ჩვენი ურთიერთობის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა მხედველობაში მიიღო ბელარუსში ავტორიტარული წარმომავლობა და მიიღო ორპარტიული დემოკრატიის აქტი 2004 წელს, ჩვენ ახლაც მზად ვართ, ვუპასუხოთ სამომავლო თავდასხმებს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც საქართველო იმსახურებს.
ჩვენ მოგიწოდებთ, გაიწვიოთ კანონპროექტი და სხვა ზომები, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარულნი ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკება სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად და გასააქტიურებლად.
თუ ამ საზიანო კანონპროექტს არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივაში, მათ შორის აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო და ფინანსური სანქციების ჩათვლით იმ ადამიანებზე, ვისაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება”, – ნათქვამია კონგრესმენების წერილში.