29 კონგრესმენის ერთობლივი მიმართვა კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით

29 კონგრესმენი ს ერთობლივი წერილით მიმართავს.
წერილში ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ე.წ. „რუსული კანონის“ შემობრუნებაზე, კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მიმართ ხელისუფლების მიერ გამოყენებულ მეთოდებსა და ივანიშვილის განცხადებაზე.
კონგრესმენები მოუწოდებენ ს, გაიწვიონ კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ შეუერთდებიან სენატის ინიციატივას.
გთავაზობთ წერილს:
„ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ შეშფოთება „უცხოეთის აგენტის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ერთი წლის შემდეგ შემოაბრუნა.
ეს კანონპროექტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის გაცხადებულ სურვილს, შეუერთდეთ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, 2009 წლის შტატები-საქართველოს ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც საქართველოში რუსული ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში, ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი.
ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, ხელახლა გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და გააფართოოს საქართველოში დემოკრატია, ეკონომიკური თავისუფლება, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. გააძლიეროს კანონის უზენაესობა და პატივის სცეს ადამიანის უფლებებს, რასაც ქარტია ითვალისწინებს.
„უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის ცხადი პრეტექსტია კონტროლის გაძლიერება იმ პარტნიორებზე, რომლებიც ქართველ ხალხთან დეკადების განმავლობაში მუშაობდნენ და მხარს უჭერდნენ ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას. მარტივად, ამ კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველ ხალხს, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს.
უარვყოფთ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი შემუშავებულია -ის კანონის მიხედვით; ამის ნაცვლად ყურადღებას ვამახვილებთ შემოთავაზებული კანონპროექტის მსგავსებაზე იმ კანონთან, რომელიც რუსეთში შემოიღეს 2012 წელს და რომელიც ასევე გამჭვირვალობის არგუმენტით მართლდებოდა. მოგეხსენებათ, მას შემდეგ ეს კანონი პუტინმა და მისმა მომხრეებმა გამოიყენეს ოპოზიციის გასაქრობად, რაც დასრულდა ს საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმში დაბრუნებით.
ჩვენ გვწამს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და ხალხს სურს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი, ამ კანონის მიღება კი რუსეთის მავნე გავლენას საქართველოში გაზრდის .
ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა კანონპროექტის ირგვლივ.
29 აპრილს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დასჯის“ ოპოზიციას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნისას ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის. ბ.ნ. ივანიშვილმა ასევე მიუთითა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ, შეერყიათ საქართველოს სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის დღიდან, მათ შორის 16 წლის შემდეგ, რაც რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო თქვენი ტერიტორიები. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის თავდამსხელ და საშინელ განცხადებებს.
შეშფოთება მხოლოდ გააძლიერა კანონპროექტის წინააღმდეგ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე თქვენი მთავრობის პასუხმა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ათობით მომიტინგე, მათ შორის ამერიკელი მოქალაქეები გაიტაცეს ქუჩიდან და პოლიციამ მათ სცემა. გასულ კვირას სცემეს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრს.
საინტერესოა – რუსი პროპაგანდისტი დუგინი აცხადებს, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
თქვენს ქმედებებს მოჰყვა დაგმობა თქვენი ქვეყნის უახლოესი პარტნიორების მხრიდან და ქება იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს 20% – ეს უნდა იყოს ცხადი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველო არასწორ გზაზე მიგყავთ.
საქართველოში სიტუაცია ნათელია. ხელისუფლებას შეუძლია, აირჩიოს – მოუსმენს ქართველი ხალხის ხმას, თუ გააგრძელებს ბნელ გზას რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ.
ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შტატების მიერ ჩვენი ურთიერთობის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა მხედველობაში მიიღო ბელარუსში ავტორიტარული რეჟიმის წარმოშობა და მიიღო ორპარტიული ბელარუსის დემოკრატიის აქტი 2004 წელს, ჩვენ ახლაც მზად ვართ, ვუპასუხოთ სამომავლო თავდასხმებს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც საქართველო იმსახურებს.
მოგიწოდებთ, გაიწვიოთ აღნიშნული კანონპროექტი და სხვა ზომები, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ხალხის უფლებებსა და თავისუფლებას, რის შემდეგაც მოხარულნი ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკება სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად და გასააქტიურებლად.
თუ ამ საზიანო კანონპროექტს არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივაში, მათ შორის აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო და ფინანსური სანქციების ჩათვლით იმ ადამიანებზე, ვისაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება,“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს 29 კონგრესმენი აწერს.
გთავაზობთ გავრცელებული მიმართვის ინგლისურ ვერსიას: