29 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო სავარაუდოდ, გაიზრდება – მიზეზი ზაფხულის რეჟიმზე გადასვლაა

29 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადავა. ამის შესახებ Palitravideo.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ეს რეჟიმი წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, დაახლეობით, 15 სექტემბრამდე შენარჩუნდება.
საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, შემცირდება ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, რაც სტანდარტული პროცედურაა და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირების გამო ხდება.
შესაბამისად, ტრანსპორტის რაოდენობის შემცირების გამო, მოსალოდნელია, რომ მოცდის დროც გაიზრდება.
bpn.ge