29 დეკემბრის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად თითქმის 120 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა | გაეროს კოორდინატორი

გაეროს ჰუმანიტარული კოორდინატორის, დენის ბრაუნის ინფორმაციით, 2023 წლის 29 დეკემბრიდან დღემდე, ში ს თავდასხმების შედეგად თითქმის 120 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მან დაგმო რუსეთის დარტყმები დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონზეც, რომლის დროსაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 5 ბავშვი დაიღუპა.
მისივე თქმით, სამოქალაქო ტერიტორიებზე დარტყმები მიუღებელია და აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით.
“ბევრი ქალი, ბავშვი და კაცი დაიღუპა და დაშავდა უკრაინის დიდ ქალაქებზე ბოლო თავდასხმების შედეგად, რამაც ზარალი და ნგრევა გამოიწვია. ეს აღმაშფოთებელია. 29 დეკემბრის შემდეგ გაერომ უკრაინაში თითქმის 120 დაღუპული და 480-ზე ოდნავ ნაკლები დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე დაარეგისტრირა. თითოეული ეს რიცხვი წარმოუდგენელი ტანჯვის ამბავია”, – თქვა გაეროს კოორდინატორმა.