29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ.
ღონისძიების გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებებმა სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად პარლამენტს უნდა მიმართონ. ერთ მედიასაშუალებაზე გაიცემა არა უმეტეს ორი ჯგუფის აკრედიტაცია.
***
29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობაში, ქართული ოცნების ხმოსნების მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ყაველაშვილი პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩია.
