29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, თუ სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი

29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, თუ სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი
29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ყველასთვის – შიგნითაც და გარეთაც, დააფიქსიროს, სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დასავლეთში მოქმედ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით.
„აქ მოწვეულია ყველა – დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით. გამჭვირვალობის კანონიც არის ერთგვარი რუბიკონი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ კიდევ ერთხელ სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის გადალახოს და თქვას, რომ მისთვის განმსაზღვრელი არის ქვეყნის ინტერესები და არა ის, რასაც მას კარნახობენ, თანაც არგუმენტების გარეშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
Next: როგორც კი გამოაშკარავდა, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ანიჭებდა უპირატესობას, დასავლეთმა გაააქტიურა სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა და უკვე ღიად იბრძვის ხალხის მხარდაჭერილი ოცნების ხელისუფლების დასამარცხებლად

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს