28 წლის ქალი დაიღუპა 18 მაისის ღამეს, კიევის ოლქზე რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმისას.
ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნიკოლაი კალაშნიკის განცხადებით, დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის, 4 წლის ბავშვი.
მისივე ინფორმაციით, ნაწილობრივ დანგრეულია კერძო სახლი. მის გვერდით მდგარი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრები კი ჩამსხვრეულია.
18 მაისის ღამეს კიევის ოლქში რამდენჯერმე გამოცხადდა საჰაერო განგაში.
ერთი დღით ადრე, 17 მაისს, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უკრაინის სუმის ოლქში რუსული დრონით შეტევას. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბელოპოლიეს რაიონში დრონით დაარტყეს სამგზავრო ავტობუსს.
ფორუმი
