28 წლის განმავლობაში პირველად მაიამის მერი „დემოკრატი“ გახდა

28 წლის განმავლობაში პირველად მაიამის მერი „დემოკრატი“ გახდა, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
მაიამის მერის არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ეილინ ჰიგინსმა ხმების 60% დააგროვა და -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი, „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი, ემილიო გონსალესი დაამარცხა.
შედეგების გამოცხადების შემდეგ ჰიგინსმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ „მაიამიმ ახალი კურსი აირჩია“.
„თქვენ ქაოსის ნაცვლად კომპეტენცია და შედეგები აირჩიეთ. თქვენ ქალაქის მმართველობა აირჩიეთ, რომელიც ბოლოს და ბოლოს თქვენთვის იმუშავებს“, – აღნიშნა ჰიგინსმა.
61 წლის ეილინ ჰიგინსი მაიამის ისტორიაში პირველი ქალი მერი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით