28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, სააპელაციომ 6 თვე დაუკლო და უზენაესმა სასამართლომ არც მიიღო, გამოაცხადა, გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვისო

28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, სააპელაციომ 6 თვე დაუკლო და უზენაესმა სასამართლომ არც მიიღო, გამოაცხადა, გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვისო
28 წელი მიუსაჯეს ბარათელს, სააპელაციომ მერე 6 თვე დაუკლო და უზენაესმა სასამართლომ არც მიიღო, გურამ შარაძის მკვლელობა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისთვისო, გამოაცხადა უზენაესმა. ბუნებაში არ არსებობს ბარათელის აღიარებს არც ერთი კადრი, არაფერი არ არსებობს, – ამის შესახებ ქართველი საზოგადო მოღვაწის, გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
შარაძის თქმით, ბარათელს გაესაუბრა დათა ახალაიას მარჯვენა ხელი, კაკო გაფრინდაშვილი, რომელთანაც, მან თითქოს აღიარა გურამ შარაძის მკვლელობა, თუმცა, პირდაპირი აღიარება არც იქ არის. ასევე, რუსუდან შარაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბარათელის და გაფრინდაშვილის საუბრის სტენოგრამას აწერია, რომ აუდიოჩანაწერი ხუთ დღეში უნდა წაიშალოს.
“რა ექნათ და საქმის მასალებში არის რამდენიმე გვერდიანი ბარათელთან კაკო გაფრინდაშვილის ვითომ გასაუბრება. კაკო გაფრინდაშვილი იყო დათა ახალაიას მარჯვენა ხელი და ხშირად მეორდება ჩვენს საქმეში. ვითომ გაესაუბრა და იქაც, ბარათელი რაღაცას ბოდავს, იქაც არ არის აღიარება. ალბათ გეხსომებათ, რომ მოკლეს თუ არა, გავრცელდა ჭორები, მათ ჰქონდათ ასეთი სამსახური, ჭორბიურო და ერთ-ერთი ვერსია იყო, გიორგი ბარათელს გურამ შარაძე და გიორგი შარაძე დასდევდნენ,რომ თირკმელი ამოეჭრათ და გაეყიდათ.ეს არის იმ გასაუბრებაში, ოღონდ, სტენოგრამაა გაფრინდაშვილის და ბარათელის საუბრის და იქაა ამ თირკმელზე საუბარი. საქმეში დევს, რომ ამ სტენოგრამას აწერია: “აუდიოჩანაწერი წაიშალოს ხუთ დღეში”. ე.ი. გურამ შარაძეს კლავენ, მისი მკვლელი დუმილის უფლებას იყენებს, კაკო გაფრინდაშვილმა მაინც გამოსძალა რაღაც და ეს ჩანაწერი უნდა წაიშალოს ხუთ დღეში?! ეს აწერია საქმეს და ყოფილი და ახლანდელი გამომძიებელიც დამიდასტურებს ამას.” – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში