28 მარტს პარლამენტთან პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ელენე ხოშტარიაც

28 მარტს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა.
-ს განცხადებით, ორი პირი დაკავებულია “პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ერთი პირი დაუმორჩილებლობისთვის 173-ე მუხლით, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია 173-ე და 174-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს”.
დაკავებულებს შორის არიან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი, რომელსაც დაკავებისას ხელში ეჭირა ბანერი – “ანწუხელიძე უკვდავია!” კურატიშვილი და მასთან ერთად დაკავებული აქტივისტი გაათავისუფლეს, დროას ცნობით, ხოშტარია დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო ხელმძღვანელობის საპარლამენტო კომისიაზე დაბარებასა და შეურაცხყოფას მოქალაქეების აღშფოთება და დაუგეგმავი აქცია მოჰყვა. მათ 16:00 საათიდან დაიწყეს შეკრება პარლამენტთან. სწორედ აქციის მიმდინარეობისას მოხდა 4 პირის ადმინისტრაციური წესით დაკავება.