28 ივნისიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო თბილისში 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
მათივე ცნობით, ორთაჭალჰესის ხიდზე საავტომობილო მოძრობა 4 თვის განმავლობაში იქნება ნაწილობრივ შეზღუდული.
„ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან ივლისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე არსებულ მოედანზე, გზის სხვადასხვა მხარეს მონაცვლეობით.
ასევე, მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 28 ივნისის 00:00 საათიდან, ოთხი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ხიდის მხოლოდ ორ სამოძრაო ზოლში ორმხრივად.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას