28 თებერვალს, პარლამენტში, საქართველოში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის მოსმენა იგეგმება. ამერიკელ დიპლომატს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა – ეს არის თემა, რომელზეც რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში ისაუბრებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ასევე გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც დეპუტატებს საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) და ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშებს გააცნობს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა 28 თებერვალს, 11:00 საათზე დაიწყება.
