27-29 ნოემბერს თბილისში ფესტივალი DataFest Tbilisi გაიმართება

DataFest Tbilisi, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი, წელს უკვე მეცხრედ ტარდება. სამდღიანი ფესტივალი 27-29 ნოემბერს გაიმართება.
DataFest Tbilisi 2025 მთლიანად მონაცემებისა და ს მომავალს ეძღვნება. განხილულ თემებს შორის იქნება:
· ტექნოლოგიები – ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლების, LLM-ების, MLOps-ების, მონაცემთა ინჟინერიისა და კვანტური გამოთვლების უახლესი მიღწევები
· ბიზნესი და სტარტაპები – როგორ იქმნება, იზრდება და გარდაქმნის ბიზნეს სამყაროს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები
· ხელოვნება – სადაც კრეატიულობა ხვდება ტექნოლოგიას: გენერაციული დიზაინი და -ხელოვნება
· საზოგადოება – ეთიკა, რეგულაციები, ციფრული უნარები, სამუშაო ბაზრის მომავალი და პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტი
“ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ მომავალი – ის უკვე აწმყოა. AI ყველგანაა: სათაურებში, ახალი პროდუქტების პრეზენტაციებსა და პროფესიულ დისკუსიებში. თუმცა, DataFest Tbilisi 2025-ზე ჩვენ ვცდებით შაბლონურ სიტყვებსა და გაზვიადებულ დაპირებებს და ვიკვლევთ, რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტი სინამდვილეში ადამიანებისთვის, ინდუსტრიებისთვის და საზოგადოებისთვის,” – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი ნინო მაჭარაშვილი.
ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს ადამიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებთანაა დაკავშირებული – დიზაინერებს, დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებსა და სხვ. 2017 წლიდან დღემდე ფესტივალმა 80-მდე ქვეყნიდან 6000-მდე მონაწილეს, 300-ზე მეტ ვორკშოფსა და 310 სპიკერს უმასპინძლა. ყოველწლიურად, ფესტივალი სცენას უთმობს როგორც ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე მოწვეულ სპიკერებს ისეთი მსხვილი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Microsoft, Canva, Wix, Apple, IBM, Volvo და ა.შ.
წლევანდელი DataFest Tbilisi-ს ფოკუსია ხელოვნური ინტელექტი – როგორ გამოიყენება იგი სხვადასხვა სფეროში (ბიზნესი, კომუნიკაციები, , მმართველობა) და რა გამოწვევებს უკავშირდება მისი რეგულირებისა და ეთიკური საკითხები.
ფესტივალის ფორმატი მოიცავს პარალელურად მიმდინარე აქტივობებს:
· ინსპირაციულ გამოსვლებს მთავარ სცენაზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერები გააზიარებენ ცოდნას, დაკვირვებებს, პროგნოზებსა და რჩევებს
· სიღრმისეულ ვორკშოპებს, სადაც მონაწილეებს გამოცდილი სპიკერები და ტრენერები დაეხმარებიან ყველაზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების ათვისებასა და გაუმჯობესებაში
· სტარტაპ ექსპოებს, სადაც სტუმრებს რეგიონის მზარდი AI სტარტაპებისა და მათი AI პროდუქტების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ
· Open Mic, სადაც ფესტივალის დამსწრეებსაც შეეძლებათ, ფართო აუდიტორიას მიმართონ საკუთარი იდეით, გამოცდილებითა თუ სადისკუსიო თემებით
· Ask Me Anything, სადაც არაფორმალურ გარემოში, სფეროს ლიდერები გააზიარებენ პასუხებს არასტანდარტულ კითხვებზე კარიერის, გამოწვევების, შეცდომებისა და ნასწავლი გაკვეთილების ირგვლივ
· Side Events, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ, დაესწრონ თბილისის ოკუპაციის ტურს, ღვინის დეგუსტაციის ტურს, ყოველდღიურ წვეულებებსა და ფესტივალის შემაჯამებელ წვეულებას
გასული წლების მსგავსად, წელსაც DataFest Tbilisi-ის სცენა მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება გლობალურ და ლოკალურ პრობლემებზე სასაუბროდ.
DataFest Tbilisi-ის DataFest Tbilisi 2025-ის ორგანიზატორია ForSet.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.
ხოლო პარტნიორია: გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), Epam, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში
მხარდამჭერები: The Image, გრანთ თორნთონ საქართველო
ქომუნითი პარტნიორები: საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ProductTank Tbilisi, EBA – ევროპის ბიზნეს ასოციაცია, დიზაინის ინსტიტუტი, DevTherapy, Axel.
ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ბმულზე.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს