+27, +28 – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 ივნისს ქუთაისში დღისით +25 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.
ოზურგეთში წვიმიანი ამინდია. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმს, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმს. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმიანი დღეა, +25 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +18, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
მზიანი დღე იქნება თელავშიც, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.