27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გმირთა მოედანზე აქცია გაიმართება

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გმირთა მოედანზე დან დევნილთა აქცია გაიმართება.
ამის შესახებ აფხაზეთიდან დევნილთა ორგანიზაციებმა, დღეს 19 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„27 სექტემბერი არა სოხუმის დაცემის, არამედ დაპყრობის დღეა. არ დავცემულვართ! მოტყუებით დაგვიპყრეს – საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს ნდობა გამოუცხადა, მშვიდობისმყოფელის სტატუსი მიანიჭა და ქართული ჯარი, რომელიც აფხაზეთს იცავდა – განაიარაღა!
27 სექტემბერი არა მხოლოდ სოხუმის დაპყრობის დღე, არამედ სიმბოლოა იმისა, თუ რას ნიშნავს ს იმედად მშვიდობა და რა გველის, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენილებს, ამერიკის და ევროპის მოკავშირეობის გარეშე.
სწორედ იმის გამო, რომ 1992-1993 წლებში დასუსტებული რუსეთის პირისპირ მარტო ვიყავით, მოსკოვმა გენოციდი და ეთნიკური წმენდა მოგვიწყო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა და ჩვენს სახელმწიფოებრიობას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მაგრამ ამ ყველაფერმა არათუ უკვალოდ ჩაიარა, არამედ რუსეთის მასშტაბურ სამხედრო აგრესიას ეთნო-კონფლიქტი დაერქვა, ხოლო მის საოკუპაციო ჯარს სამშვიდობო ძალების სტატუსი მიენიჭა. მშვიდობისმყოფელის სტატუსით და ამ მოცემულობით გააგრძელა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურების მცდელობა და გაძლიერებულმა, 2008 წელს კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. საქართველომ კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმა მიიღო, თუმცა ქართული ჯარის თავგანწირვითა და დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერით, 1993 წელთან შედარებით, ომი გაცილებით ნაკლები მსხვერპლით და დანაკარგებით დასრულდა.
ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი, უმძიმესი გამოცდილება და ისტორია გვავალდებულებს მოვიკრიბოთ ძალა და შევცვალოთ რეჟიმი, რომელიც მშვიდობის სახელით, რუსეთის პირისპირ მარტო გვტოვებს და ამით კიდევ უფრო გვიზრდის შემდგომი აგრესიის საფრთხეს.
32 წელიწადია ასობით ათასი ქართველი დევნილობაში ვცხოვრობთ, ხოლო გალში დარჩენილები მუდმივი, უმძიმესი რეპრესიების, მკვლელობების, ძალადობისა და დამცირების პირობებში არსებობენ. 32 წელიწადია საკუთარ წარმომადგენელსაც კი ვერ ვირჩევთ. იგივე მოგველის სამ მილიონზე მეტ ქართველს, თუ ძალას არ მოვიკრებთ, რეჟიმს არ შევცვლით და ჩვენს ისტორიული გზაას და ბუნებრივ წიაღს – დასავლურ, ევროპულ ცივილიზაციას არ დავუბრუნდებით.
27 სექტემბერს, აფხაზეთიდან დევნილები, ქართული საზოგადოება ვიკრიბებით გმირთა მოედანზე მემორიალთან და საპროტესტო მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ, სადაც გავიხსენებთ იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველომ თავისუფლებისთვის გაიღო.
არა რუსულ რეჟიმს! აფხაზეთი საქართველოა!”, – აცხადებენ დევნილები ბრიფინგზე.