27 ნოემბრიდან ს შემოვლით გზაზე ღამის საათებში ერთი თვის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდება

27 ნოემბრიდან ს შემოვლით გზაზე ღამის საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვის რეჟიმი 27 ნოემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება და ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი– (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზაზე (ბათუმის შემოვლითი გზა) ჩატარდება გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების მონტაჟის სამუშაოები.
სამუშაოების ჩატარების მიზნით, გზის კმ 92–კმ 105 მონაკვეთზე (ბათუმის შემოვლითი გზა) 2025 წლის 27 ნოემბრიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება ღამის საათებში: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ–კვირას 02:00 საათიდან 07:00 საათამდე.
შეზღუდვის ზემოაღნიშნული რეჟიმი ამოქმედდება 27 ნოემბრის ღამის 00:00 საათიდან და იმოქმედებს ერთი თვის განმავლობაში.
რეჟიმის მოქმედების პერიოდში -სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, ქალაქ ბათუმის გავლით და დაუკავშირდება სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ში. ხოლო, სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს პირიქით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო