„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.
„ევროკავშირის ელჩებმა მწვანი შუქი აუნთეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. საგარეო საქმეთა მინისტრები მას ორშაბათს დაამტკიცებენ. უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგ მისცემენ ხმას, თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან საკითხი კვალიფიციური უმრავლესობით წყდება“, – წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.