27 თებერვალს სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართება

27 თებერვალს, სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცნობით, მაღალი დონის დიპლომატები რუსეთსა და -ში საელჩოების ნორმალური ფუნქციონირების საკითხებს განიხილავენ.
„ასეთი შეხვედრა ხვალ, სტამბოლში გაიმართება და ვფიქრობ, მისი შედეგებით ცნობილი გახდება, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლებთ მოქმედებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, -ის წინა ადმინისტრაცია რუსეთის საელჩოს ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა.
„ჩვენი მაღალი დონის დიპლომატები და ექსპერტები სისტემურ პრობლემებს შეისწავლიან, რომლებიც წინა ადმინისტრაციის უკანონო მოქმედებების შედეგად, რუსეთის საელჩოსთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით დაგროვდა. რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუპასუხეთ და მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მუშაობისთვის არასასიამოვნო პირობები შევქმენით“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას