La Gazzetta dello Sport წერს, რომ “იუვენტუსი” მზადაა, “ალ-იტიფაქიდან” ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი იჯარით აიყვანოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ინგლისელს ხელფასი გვარიანად შეუმცირდება.
33 წლის ნახევარმცველი ამჟამად სეზონში 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუ ის “ვეკია სინიორას” მიაშურებს, გასამრჯელოს 26,5-ჯერ, ანუ 1,5 მილიონ ევრომდე შეუმცირდება.
ტურინელებს ასევე სურთ, რომ კონტრაქტში შეიტანონ პუნქტი, რომელიც 2024 წელს ჰენდერსონსა და “ალ-იტიფაქს” შორის კონტრაქტის ვადამდე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს.