„პალიტრა L-ი“ საზაფხულო ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში 26-27 ივლისს ქუთაისს ესტუმრება და მკითხველს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
26-27 ივლისს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე ქუთაისის პირველ სკოლასთან გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც მკითხველი განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებს. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა „პალიტრა L-ის“ გარემოს დაცვითი პროექტის, „მაკულიტერატურის“ სტენდი, რომელიც სტუმრებს მაკულატურის სანაცვლოდ ახალ გამოცემებს შესთავაზებს.
ტურნეში მონაწილეობას იღებენ ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლები ვასო გულეური და ლელა ცუცქირიძე, რომლებიც პატარა მკითხველთან შეხვედრებს 27 ივლისს, 16:00 საათზე „ბიბლუსი გალერიში“ გამართავენ.
ქუთაისის ლიტერატურული ტურნეს დასკვნითი შეხვედრები საყვარელ ავტორებთან გაიმართება „გელათი რეზიდენსში“, სადაც სტუმრებს დისკუსიაში ჩართვის, ერთმანეთის არაფორმალურ გარემოში გაცნობისა და ანსამბლ „შვიდკაცას“ შესრულებით ქართული ჰანგების მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ.
27 ივლისის განრიგი:
· 17:00 – გიორგი კეკელიძე, “გურული დღიურები”
· 18:00 – თეონა დოლენჯაშვილი, “მეამბოხე”
· 19:00 – ლელა ლაშხი, “ნეირონი”
· 20:00 – რამაზ გიგაური, “ბედნიერების ხელოვნება”
· 21:00 – ანსამბლი “შვიდკაცა”
· 21:00 – ფურშეტი და სასმელი
„გელათი რეზიდენსში“ დასკვნით ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შესაძენად მიჰყევით ბმულს.
„პალიტრა L-ის“ ლიტერატურული ტურნეს მიზანია, ახალგაზრდა თაობისთვის წიგნზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიზარდოს და სწორედ ამიტომ, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, ეტაპობრივად მიმდინარეობს წიგნის გამოფენა-გაყიდვა. ეს არის მცირე ფორმატის წიგნის ფესტივალი, რომელიც რეგიონების მოსახლეობას თავად მიაკითხავს საკუთარ მხარეში.
(R)