26 წლის ასაკში მონტენეგროს ნაკრებისა და “მილუოლის” მეკარე გარდაიცვალა

26 წლის ასაკში მონტენეგროს ნაკრებისა და ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ “მილუოლის” მეკარე მატია შარკიჩი გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის სანაკრებო შეკრებიდან სახლში დაბრუნდა, დღეს დილით ცუდად გახდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მან 5 ივნისს ბელგიასთან მატჩში სრულად ითამაშა, საქართველოს წინააღმდეგ კი არ უასპარეზია.
შარკიჩს არაერთ ინგლისურ გუნდში აქვს ნათამაშები. ბოლოს ის ჩემპიონშიპის ბინადარი “მილუოლის” ძირითადი კიპერი იყო.
ყველა გუნდს ჰყავს სამედიცინო სტაფი და აქვს სამედიცინო ცენტრი,სადაც ფეხბურთელეს შესახებ,პრაქტიკულად ყველანაირი ინფორმაცია აქვთ.მიუხედავად ამისა,ბოლო წლებში ძალიან მომრავლდა ტრაგიკული შემთხვევები.რაც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ,რომ ასე გაზრდილ დატვირთვებს,ორგანიზმი ვეღარ უძლევს და რაღაც მომენტში,ორგანიზმი უარს აცხადებს სიცოცხლეზე.ტყუილად არ ჩივიან დიდი ბრიტანეთის მწვრთნელები და ფეხბურთელები,ზღვარს გადასულ დატვირთვებზე.მედიცინა საშუალებას აძლევს სპორტსმენს,იმ წუთში მიღებული დატვირთვები აიტანოს,მაგრამ ამდენს გული ვეღარ უძლებს და რაკი გადატვირთვაზე სხეულის ბუნებრივი რეაქცია,ტრავმაა,ხოლო ტრავმის გამო,ორგანიზმის დასვენების საშუალებას,თანამედროვე მედიცინა აღარ აძლევთ,დარტყმას პირდაპირ სასიცოცხლო ორგანოები იღებენ და ეს ტრაგედიებიც,სწორედ ამის გამო ხდება.ძალიან ვწუხვარ,ამ ახალგაზრდა კაცის დაღუპვის გამო,მაგრამ თუ რაღაცა ღონისძიებები არ მიიღეს და თამაშების რაოდენობა არ შეამცირეს,ტრაგედიები არ დასრულდება.ამ თემაზე,რამდენიმე წლის წინ,ქართველი ექიმიც საუბრობდა და ტრავმების სწორედ მისეული ახსნა გავაჟღერე აქ.სამწუხაროდ მას შემდეგ არც დატვირთვები შემცირებულა და არც ტრაგიკული ინცინდენტები.

ასევე დაგაინტერესებთ