26 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები – ღაზაში ტანჯვა წარმოუდგენელ დონეს აღწევს – შიმშილობის შესაჩერებლად და ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო

ღაზაში ტანჯვა წარმოუდგენელ დონეს აღწევს, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას 26 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებს.
„შიმშილობა ჩვენს თვალწინ ხდება. შიმშილობის შესაჩერებლად და ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო. მოვუწოდებთ ს ხელისუფლებას, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უფლება მისცეს. ყველა გამშვები პუნქტი და მარშრუტი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად უნდა იქნას გამოყენებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს ავსტრალიის, ბელგიის, კანადის, კვიპროსის, დანიის, ს, ფინეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იაპონიის, ლიეტუვის, ლატვიის, იტალიის, ლუქსემბურგის, მალტის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, ს, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ.
ასევე, განცხადებას ხელი მოაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით