26 ქვეყანამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მზადყოფნა დაადასტურა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკვე 26 ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა ქმედებებით უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება. ამის შესახებ მან საზღვარგარეთში ვიზიტების შემდგომ ტელეგრამ არხზე დაწერა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერებს და აღნიშნა:
„მშვიდობის მისაღწევად რუსეთმა უნდა იგრძნოს ზეწოლა.“
პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია სანქციებისა და სხვა ეკონომიკური ბერკეტების გაძლიერება, რათა რუსეთს აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა, დააფინანსოს სამხედრო აგრესია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაკ მირიანაშვილი: უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს… ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს. ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ