26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს

26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი ვერ მიიღებს. კანონმდებლობით არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობაა დადგენილი, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, მან თავისი პარტია უნდა დატოვოს, – ამის შესახებ -ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა.
„17 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით, ხოლო 13 უფლებამოსილ პარტიას – კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების და ვადების დაცვით. მომართული განცხადების საფუძველზე მათ მოითხოვეს გასულ არჩევნებში გამოყენებული რიგითი ნომრის დატოვება, მათ ეს რიგითი ნომრები დარჩათ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან არჩევნების მზადების პროცესში, რათა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის იყოს თანაბარი საარჩევნო გარემო და თანაბარი პირობები. 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის კოალიციები, ბლოკები არ არის გათვალისწინებული, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებები იღებენ და თუ ვინმეს სურს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს სხვა პოლიტიკური პარტიის სიით, ამ შემთხვევაში მან უნდა დატოვოს საკუთარი პარტია. ასე რომ, არჩევნები წინ არის, არჩევნების დანიშვნის შემდეგ ეს ყველაფერი გახდება უკვე ცხადი, ვინ ვის პარტიულ სიაში იქნება და როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს