26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ამათი ყელყელაობა საქართველოში! – ზურაბ ქადაგიძე გერმანიის ელჩის განცხადებაზე

სწორედ მანდ ხართ ყველაზე მეტი ავტოგოლის ავტორები, ის ელჩები ვინც აქ ჩამობრძანდით და საქართველო საკუთარი საფეოდალო გგონიათ, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, , გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას – “დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა”, რომელიც მან სავარაუდოდ თბილისის მერის, კახა კალაძის მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა.
ქადაგიძის განცხადებით, ფიშერი ამდენის უფლებას თავს იმიტომ აძლევს რომ თავი პლანტატორი ჰგონია და საქართველოს, როგორც საკუთარ საფეოდალოს, ისე უყურებს. მისი თქმით, უცხოელი დიპლომატების ასეთი ყელყელაობა 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.
“ვატყობ, ეს და კიდევ რამდენიმე ამის კოლეგა ელჩი, ბომბეი-ლონდონის რეისს გაჰყვება სამშობლოში მალე. რატომ ბედავს ამდენს? იმიტომ რომ თავი პლანტატორი ჰგონია და თავის პლანტაციაში, რასაც უნდა იმას კადრულობს. სწორედ მანდ ხართ ყველაზე მეტი ავტოგოლის ავტორები, ის ელჩები ვინც აქ ჩამობრძანდით და საქართველო საკუთარი საფეოდალო გგონიათ. შენ გგონია, ბუნდესტაგის სამარცხვინო წარმომადგენელი როთი, რომ ჩამოახირეთ აქ და საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფა მოგვაყენა დაგვავიწყდა?! შენ ერთი განცხადებაც კი არ გაგიკეთებია შენი ქვეყნის შემარცხვენლის ნაძირალობაზე. 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს ამათი ყველას ყელყელაობა საქართველოში!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე: იყო ხელვაჩაურელი და ემსახურო ხელვაჩაურს, ეს ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას შენს მოსახლეობასთან – ხელვაჩაური ჩემთვის არის დღევანდელი დღე

ოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის- მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი