26 ოქტომბერს ივანიშვილს გავუშვებთ პოლიტიკურ პენსიაზე –

26 ოქტომბერს ივანიშვილს გავუშვებთ პოლიტიკურ პენსიაზე –
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღე აკრიტიკებენ დასავლელ პარტნიორებს, „მაშინ როდესაც ტუჩზე კოცნით ხვდებიან “ჰეზბოლას” და “ჰამასის” წარმომადგენლებს”. მანჯგალაძის განცხადებით, ვისაც “ჰეზბოლა” და ირანი უნდა მან ხმა უნდა მისცეს „ქართულ ოცნებას”, ხოლო ვისაც ევროპა და განვითარება სურს, ის მხარს დაუჭერს ოპოზიციას.
„შეიძლება ვიღაც ოცნებობს ჩვენს განადგურებაზე, მაგრამ ხალხი ერთიანია, რომ 26 ოქტომბერს რეჟიმი უნდა შევცვალოთ, რომელიც საქართველოს ეღობება ევროპულ გზაზე. “ქართული ოცნება” ბლოკავს საქართველოს შესაძლებლობებს, ბლოკავს ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების შექმნას. თუ ვინმე უნდა ჩამოშორდეს საქართველოს, ივანიშვილის რეჟიმია.
საქართველოს მოქალაქეს ძალიან მარტივი არჩევანი აქვს. უფრო აშკარაა არჩევანი, სადაა სიმართლე. ეჭვი არ მეპარება, რომ 26 ოქტომბერს ხალხი მხარს დაუჭერს ერთიანობას საქართველოს დაყოფის და სიძულვილის წინააღმდეგ. „ქართული ოცნების” პატრიოტიზმი არის ოქსიმორონი. როგორც ხის რკინა არ არსებობს, ისე არ არსებობს პატრიოტი „ქოცი”. ეს კარგად იცის საქართველოს მოქალაქემ. 26 ოქტომბერს ივანიშვილს გავუშვებთ პოლიტიკურ პენსიაზე.
ჩვენმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მიაქანებს ჩრდილოეთისკენ, რაც არ არის საქართველოს არჩევანი. ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღე აკრიტიკებენ დასავლელ პარტნიორებს, მაშინ როდესაც ტუჩზე კოცნით ხვდებიან “ჰეზბოლას” და “ჰამასის” წარმომადგენლებს. მათ არ უნდათ ევროპა და ამერიკა. ვისაც “ჰეზბოლა” და ირანი უნდა, მან მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას”, ხოლო ვისაც ევროპა და განვითარება სურს, ის მხარს დაუჭერს ოპოზიციას”,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის

ევროკავშირმა რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებში მონაწილეობის გამო მოსამართლეებს, პროკურორს, გამომძიებელს, ასევე, სასჯელაღსრულების კოლონიებისა და იზოლატორების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა