26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიაზროს. სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის წყალობით შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ გამკლავებოდა რევოლუციისა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ყველა მცდელობას

26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიაზროს. სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის წყალობით შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ გამკლავებოდა რევოლუციისა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ყველა მცდელობას
„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო თითოეულ ამომრჩეველს: 2020 ან 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „ევროპული საქართველოსთვის“, „გირჩისთვის“, „ლელოსთვის“ ან გახარიასთვის მიცემულ ხმას რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო ზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიაზროს.
პრემიერი ასევე, მადლობას უხდის ქართველ ხალხს ურყევი მხარდაჭერისთვის, რადგან სწორედ ამის წყალობით შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის მანძილზე 8 არჩევნების მოგება.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს საქართველოს მშვიდობიანი და ღირსეული ევროპული მომავალი.
„26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიაზროს. მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს. სწორედ ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერის წყალობით შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის მანძილზე 8 არჩევნების მოგება. სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის წყალობით შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ უკანასკნელი 4 წლის მანძილზე გამკლავებოდა რევოლუციისა და ქვეყნის არევის, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ყველა მცდელობას. ქართველი ხალხის სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს საქართველოს მშვიდობიანი და ღირსეული ევროპული მომავალი. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რაც არის ერთადერთი უალტერნატივო გზა საქართველოს წინსვლისა და განვითარებისათვის.“-განაცხადა ირაკლი მ.
Previous: პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება