„26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“ – „ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“ – „ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ბუდაპეშტის N13ა-ს მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„შეხვედრისას განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ასევე, ვისაუბრეთ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
მოქალაქეების მტკიცე მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობ, სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ,“-განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი – ავთანდილ ცინცაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – გიზო ვასაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი