26 ოქტომბერი გადამწყვეტია საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხის სულისთვის – ჯო უილსონის მიმართვა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საგანგებო მიმართვას ავრცელებს – ამერიკელი კონგრესმენი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ 26 ოქტომბრის გადამწყვეტია.
26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოს არაჩვეულებრივი ხალხის სულისთვის. ქართველი ხალხი არის მკაფიო: მათ სურთ მთავრობა, რომელიც პატივს სცემს მათ არჩევანს, განაგრძოს მჭიდრო კავშირების ძიება ევროპის დინამიკურ ქვეყნებთან, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ისინი უარყოფენ ომის დამნაშავე პუტინის მცდელობებს წაართვას ბრძოლით მოპოვებული დამოუკიდებლობა, როდესაც ის მკვლელობებით ცდილობს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას. საქართველოს წინ მიმავალი გზა დაფესვიანებულია თავისუფლებისა და თვითგამორკვევის საერთო ღირებულებებში. ევროკავშირი და ნატო სთავაზობენ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მომავალს, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის მეგობრობა ძლიერია და ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი საერთო ერთგულებას. Megobari-ის სულისკვეთებით, ამერიკა მხარში უდგას ქართველ ხალხს ნათელი მომავლისთვის. მადლობა, ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი, ღმერთმა დალოცოს ამერიკა, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს”, – განაცხადა უილსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს – სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული – იმის თავი თუ გაქვს, დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი