საქართველო ზეთისხილის ყველა მწარმოებელმა ქვეყანამ გაიცნო. შარშან ჩვენთან წარმოებულმა ზეთისხილის ზეთმა მაღალი ხარისხის გამო, 48 ქვეყნიდან 4 საუკეთესოს შორის დაიმკვიდრა ადგილი. რა განაპირობებს ქართული პროდუქტის ხარისხს? ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გიორგი სვანიძე განმარტავს, რომ საქართველოში არსებული კლიმატი მოსავლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
,,ჩვენი მიწა და კლიმატი ზეთისხილს განვითარების ისეთ საშუალებას აძლევს, რომ მისგან უმაღლესი ხარისხის ზეთი მიიღება, რომელიც ნიშნავს მაღალ ფასს და ეს ზეთი მიმზიდველია, როგორც ევროპისთვის, ისე აზიისთვის.“- აღნიშნავს გიორგი სვანიძემ.
,,ზეთისხილის საერთაშორისო საბჭომ’’ ბოლო წლებში ძალისხმევა არ დაიშურა, რათა კულტურა სულ უფრო მეტად დამკვიდრებულიყო ქვეყანაში. სწორედ, ამ მიზანს ემსახურებოდა საბჭოს პრეზიდენტის გიორგი სვანიძის მიერ 26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღის“ აღნიშვნის დამკვიდრება. გიორგი სვანიძემ საქართველოში შემოიტანა და დანერგა ზეთისხილის კულტურა, რომელიც 1500 ჰექტარამდე ფართობზეა გაშენებული დედოფლისწყაროში, კახეთში. ამ უდიდესი წამოწყების შედეგი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართული, პრემიუმ ხარისხის, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთის წარმოებაა. ქართული ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის“ ბრენდირებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, რომელიც უმაღლესი ხარისხით მსოფლიოს წამყვან ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყნებს უტოლდება.
გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) 2019 წლიდან, რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია. გიორგი სვანიძე თავად ამ საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გახდა 2019-2021 წლებში, დღეს კი საპატიო პრეზიდენტის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.
გიორგი სვანიძის სამომავლო გეგმა ქართული ზეთისხილის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაა, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლოს ნატურალური და სასარგებლო უმაღლესი ხარისხის ზეთისხილის შეძენა. გარდა ამისა, კომპანია ორიენტირებულია პროდუქციის ექსპორტზე გატანაზეც, რათა წარმოვადგინოთ საქართველო, როგორც პრემიუმ ხარისხის ზეთისხილის ზეთის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში.
„საქართველოში მასიურად დაიწყო ზეთისხილის დარგვა. ძალიან ძლიერი კულტურაა, ათასი წლობით ხარობს. მარტივი მოსავლელია და იმერეთში, ქართლში და კახეთში ძალიან კარგად იზრდება. განსაკუთრებული გემოვნური თვისებები აქვს. გავაკეთეთ ზეთისხილის სანერგე და ვაწარმოებთ ზეთისხილის ქართულ ნერგს, რომელიც გაცილებით ძვირფასი, მდგრადი და უფრო მეტი და მაღალი ხარისხის მოსავლის მომცემი იქნება.“ – აცხადებს გიორგი სვანიძემ.
ზეთისხილის ბაზარი მსოფლიოში შევსებულია, რადგან არსებობს ცნობილი იტალიური, ესპანური და ბერძნული ზეთისხილის ბრენდები. თუმცა ქართული ზეთისხილი მათ კონკურენციას უწევს, რადგან ის გემოვნური თვისებებით გამორჩეულია.
