26 მაისს ღონისძიებები რუსთაველის ნაცვლად, ორბელიანსა და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა – კობახიძე

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 26 მაისს შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები რუსთაველის ნაცვლად, ორბელიანსა და ალექსანდრეს ბაღში მოეწყობა.
განკარგულების მიხედვით, 17:10 საათზე პრეზიდენტის სასახლესა და მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა გაიმართება. დაგეგმილია გალა-კონცერტიც, რომელიც, როგორც დოკუმენტში წერია, პირდაპირი ეთერით გადაიცემა. მისი ლოკაცია, ამ დროისთვის, უცნობია.
განკარგულებით ასევე ირკვევა, რომ ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანსა და ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება
“თბილისში, ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა: სპორტული აქტივობების სივრცე, კულტურული აქტივობების სივრცე, საგამოფენო სივრცე, საბავშვო სივრცეები, ღვინის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცე, ტერიტორიის გასაფორმებელი დეკორაცია”, – ნათქვამია 15 აპრილს გამოცემულ განკარგულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება