26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს

5
წაკითხვა
ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს. ალიანსმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, აქცია დაანონსა. ამის შესახებ ალიანსის წევრებმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
“35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 31 მარტს, საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებულ რეფერენდუმში გამოხატეს თავისი ურყევი ნება აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.ორივე ეს თარიღი, 31 მარტი და 26 მაისი, არის უმნიშვნელოვანესი თარიღები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ორივე დაკავშირებულია ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან — სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხთან. ჩვენ გვჯერა, რომ დღესაც საქართველო იდენტური გამოწვევის წინაშე დგას.სწორედ ამიტომ, დღეს, 31 მარტს, ოპოზიციის ალიანსი ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ერთობლივ — ეროვნული მობილიზაციის კამპანიას.ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა, მაგრამ ახლავე გვინდა ვთქვათ — ეს არ არის არც ამ 9 პარტიის და არც რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური ჯგუფის კამპანია. ეს არის საქმე, რომელიც ყველას გასაკეთებელია.ჩვენი მიზნები ძალიან მარტივია:პირველი — უნდა გავზარდოთ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან. ხმა უნდა მივაწვდინოთ ჩვენს მოქალაქეებს — ყველგან, სადაც ისინი არიან.მეორე — უნდა გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა. იმიტომ, რომ დღეს ორი მთავარი იარაღი, რაც ამ რეჟიმს აქვს, არის ტყუილი და შიში.მესამე — ის ბრაზი, პროტესტი და ცვლილების სურვილი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საზოგადოებაში, უნდა გადავაქციოთ რეალურ პოლიტიკურ ქმედებად.მეოთხე — უნდა დავამარცხოთ შიში, რომელიც ამ რეჟიმმა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა.და ბოლოს — უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, იმიტომ, რომ ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით — ცვლილება ხდება, როცა ბევრი ადამიანი დგება ერთად. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 35 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე.ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია.ჩვენთვის, საქმისთვის, გამარჯვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფებიც, ისევე როგორც აქტიური მოქალაქეები.გვინდა მადლობა ვუთხრათ ბრძოლისთვის ყველას, ვინც დღეს არის რეჟიმის ტყვეობაში; ვინც იყო ტყვეობაში და გათავისუფლდა; ვინც დღეს დგას თავისუფლების დაკარგვის რისკის წინაშე; ვინც აწამეს, მოწამლეს, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ; ვინც დაკარგა სამსახური, ვისაც ცხოვრება დაუნგრიეს.ყველას, ვინც ყოველდღე დგას რუსთაველზე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ჩხოროწყუში თუ სხვა ქალაქებში. ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს შაბათის მარშებში თბილისში.ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად.ჩვენ არავის ვპირდებით მარტივ გზას. არავის ვპირდებით სასწაულებს.მაგრამ ერთი რამ ვიცით ზუსტად:თუ არ ვიმოქმედებთ, არაფერი შეიცვლება. თუ ვიმოქმედებთ, რეჟიმის ცვლილება იქნება მხოლოდ დროისა და ფასის საკითხი.ამიტომ, ყველას გთავაზობთ აქტიურად ჩაერთოთ ამ კამპანიაში, ხოლო 2 თვის თავზე, 26 მაისს ყველანი კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ თბილისში,” — აცხადებს ოპოზიციის ალიანსი.
კომენტარები
გადახედვა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
26 წუთის წინ
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
გადახედვა
ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან
39 წუთის წინ
ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან
ნახეთ: Euphoria-ს მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა
ერთი საათის წინ
ნახეთ: Euphoria-ს მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
13 საათის წინ
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
გადახედვა
განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — ირაკლი მარკო რუბიოსთან საუბარზე
15 საათის წინ
განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — მარკო რუბიოსთან საუბარზე
გადახედვა
მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა
16 საათის წინ
მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება
16 საათის წინ
სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება
ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი
18 საათის წინ
ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი
ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა
18 საათის წინ
ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა
გადახედვა
საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა
18 საათის წინ
საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა
გადახედვა
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
19 საათის წინ
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
გადახედვა
ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე
19 საათის წინ
ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე
რატომ იმახსოვრებს ტვინი კრიტიკას უფრო ადვილად, ვიდრე კომპლიმენტს
30 მარტი, 13:18
რატომ იმახსოვრებს ტვინი კრიტიკას უფრო ადვილად, ვიდრე კომპლიმენტს
გადახედვა
ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან
30 მარტი, 12:42
ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან
გადახედვა
დავით ნარმანია: ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე
30 მარტი, 12:38
დავით ნარმანია: ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე
გადახედვა
მიყვარს და ინტიმური ურთიერთობითაც კმაყოფილი ვარ — გაიცანით -ზე შეყვარებული კანადელი ქალი
30 მარტი, 12:22
მიყვარს და ინტიმური ურთიერთობითაც კმაყოფილი ვარ — გაიცანით -ზე შეყვარებული კანადელი ქალი
გადახედვა
სერიული მკვლელი, რომელიც საკუთარმა ნაწერმა ამხილა
30 მარტი, 11:59
სერიული მკვლელი, რომელიც საკუთარმა ნაწერმა ამხილა
გადახედვა
ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს
30 მარტი, 11:31
ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს
გადახედვა
სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5-5 თეთრით იზრდება
30 მარტი, 11:27
სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5-5 თეთრით იზრდება
გადახედვა
იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს
30 მარტი, 11:24
იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს
გადახედვა
ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს აქედან 7 არასრულწლოვანია
30 მარტი, 11:23
ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს აქედან 7 არასრულწლოვანია