თბილისში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება – განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
კერძოდ, 21 მაისს 20:00 საათიდან 00:00 საათამდე და 23 მაისს 09:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება თავისუფლების მოედანი, გ. ლეონიძის შესახვევი, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩები (გრიგოლ აბაშიძის შესახვევიდან).
24 მაისს 20:00 საათიდან შეიზღუდება რუსთაველის გამზირი გ. ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. ამ დროს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნ. ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და გ. ჭანტურიას ქუჩამდე.
24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე, ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს.
სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან მშრალი ხიდის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით. ხოლო, მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით, სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით.
ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან), მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.
26 მაისს დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე,
ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე. გადაადგილება შესაძლებელი იქნება – რევაზ თაბუკაშვილის, ნიკო სულხანიშვილის, მტკვრის, ვახტანგ ორბელიანისა და გოგჩის ქუჩებზე.
ამ პერიოდში, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე.
ასევე, მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება მოძრაობის მიმართულება, ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან.
მტკვრის ორივე სანაპიროდან ავტომობილები თავისუფლების მოედნისკენ შეძლებენ გადაადგილებას პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე.
ხოლო, რუსთაველის გამზირზე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გ. ჭანტურიას ქუჩამდე.
ასევე, მოძრაობა შეიზღუდება: ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ა. ფურცელაძისა და ლ. გუდიაშვილის ქუჩებზე.
გარდა ამისა, მელიქიშვილის ქუჩისა და მთაწმინდის რაიონის მიმართულებით, გადაადგილება თავისუფალი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ “რუსთაველთან” მისვლა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერაბ კოსტავას ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტი, იმოძრავებს მერაბ კოსტავას და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით და დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას. შემდეგ კი, მოძრაობა დადგენილი სქემით განხორციელდება.
უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი მარშრუტები, ისარგებლებენ ბარათაშვილის ხიდით და მარჯვენა მოხვევით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით კოსტავას ქუჩაზე მოხვდებიან. ამის შემდგომ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ავტობუსები: N316, N324, N364,N 380, N382, N383, N399 სვლას დაასრულებენ ამაღლების ქუჩა N11-თან, უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემით იმოძრავებენ.
N541 მიკროავტობუსი, რომელიც ამაღლების ქუჩას ემსახურებოდა, მოძრაობას დაასრულებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩასთან, რის შემდეგაც მარჯვენა სანაპიროს გავლით, დაუკავშირდება გმირთა მოედანს და სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით.
გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N344, N350,N371 და მიკროავტობუსი N547 ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან ევროპის მოედნისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გავლით, საიდანაც, ბარათაშვილის ხიდით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.
N337 და N309 ავტობუსები, რომლებიც ავლაბრის მოედნიდან უკავშირდებოდნენ მერაბ კოსტავას ქუჩას, ბარათაშვილის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებენ, რის შემდეგაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და მერაბ კოსტავას ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია განცხადებაში.
