26 მაისის ღონისძიება საზღვარგარეთ დიპლომატიურ უწყებებში შესაძლოა გაუქმდეს – მედია

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, შესაძლოა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სპეციალური ღონიძიებით არ აღნიშნონ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მოიპოვეს წერილები, რომელსაც საელჩოებიდან ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სწერენ.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით მიღებები ჩვენ წარმომადგენლობებში, სავარაუდოდ, არ გაიმართება.
მედიის ცნობით, მათ წყარომ მიაწოდა ორი წერილი – საქართველოს გენერალური საკონსულოსი სანფრანცისკოში და საქართველოს საელჩოსი ესტონეთში. ორივე წერილში, მათივე თქმით, საუბარია, რომ 26 მაისის ღონისძიება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არ გაიმართება. ს საელჩო ამბობს, რომ ღონისძიება გადებულია, საფრანცისკოში საკონსულო ამბობს, რომ გაუქმებული. მიზეზებზე წერილებში საუბარი არაა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას

ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა – ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი, ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან