26 ოქტომბრის იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის

26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის
26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი წარდგება. ეს არის „ქართული ოცნება“ და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტებულ პარტიას აერთიანებს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თქმით, საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იქნება.
„26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებითა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას