250 ათასიანი ავტომობილი, 10 მიწის ნაკვეთი და წილები კომპანიებში – რა ქონება ფლობს ხაშურის მილიონერი დეპუტატის ოჯახი

2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ზაალ დუგლაძე ფლობს 27 000 დოლარის ღირებულების 8 მიწის ნაკვეთს, ხოლო მისი მეუღლე ავტოფარეხს, საცხოვრებელ სახლს, მიწის 2 ნაკვეთს და მსუბუქ ავტომანქანას.
დეპუტატს რვავე მიწის ნაკვეთი 2014 წელს აქვს შეძენილი. ხოლო, რაც შეეხება მისი მეუღლის სახელზე არსებულ ქონებას, ერთი მიწის ნაკვეთი 176 000 ლარად აქვს შეძენილი სოფელ კაიშაურნში (21.12.2016), ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი 655 კვ.მ (13.01.2017) 1 428 120 ლარად შეიძინა თბილისში, მუხის ქუჩაზე.
ის ასევე ფლობს საცხოვრებელ სახლს თბილისში, ონიაშვილის ქუჩაზე (ჩუქებით აქვს მიღებული) და ავტოფარეხს დუშეთში, რომელიც 2019 წელს 22 880 დოლარად შეიძინა.
დეპუტატის მეუღლის სახელზეა MERCEDES GLE-იც, რომელიც 2021 წელს 250 000 ლარად შეიძინა.
დუგლაძის ანგარიშზე ფიქსირდება დანაზოგი 220 000 დოლარის და 300 000 ლარის ოდენობით. მან საქართველოს პარლამენტიდან ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში 44 612 ლარი მიიღო.
ის წილებს ფლობს შემდეგ კომპანიებში:
1) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ელექტრა-ელტედე (საქართველო) – 25%
2) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ეფ ენდ კომპანი (საქართველო) – 12.5%
3) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს მთაწმინდა-95 (საქართველო) – 20%
4) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს დუგლაძეების ღვინის კოლექცია (საქართველო) – 51%
5) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს GIC (საქართველო) – 50%
6) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია (საქართველო) – 25.68%
7) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს აისი ინკ (საქართველო) – 34%
8) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ვენი ვიდი ჯორჯია (საქართველო) – 20%
9) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს დი & ჯი (საქართველო) – 50%
10) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ვარციხის კონიაკის ქარხანა – 100%
11) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ივერია ალკო – 100%
ასევე, ის გახლავთ სს ვაზიანის აქციონერი, საიდანაც ერთ წელში, შემოსავლის სახით 26 576.99 ლარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ზაალ დუგლაძე ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატია 2020 წლის 11 დეკემბრიდან. ასევე, ის ერთ-ერთია იმ 84 დეპუტატს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა ე.წ. „რუსულ კანონს“. ზაალ დუგლაძე ასევე იმ დეპუტატებს შორისაა, რომელიც აქტიურობით არ გამოირჩევიან და პარლამენტში განცხადებებს იშვიათად აკეთებენ,