25%, 40% და 80%-იანი ვარდნაა აქვს კონკრეტულ ბიზნეს სფეროებს – ნათია სხვიტარიძე პოლიტიკის ეკონომიკურ ფასზე

“რობიოკოპების შემდეგ უნდა გაკეთდეს ბიზნესების სია, საზოგადოებამ კარგად იცოდეს სად არ უნდა მივიდეს,” – ასე ფიქრობს, კომპანია FAS Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე
რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
„ბოლო კვარტალში, 25%, 40% და 80%-იანი ვარდნაა აქვს კონკრეტულ ბიზნეს სფეროებს. ეს არის ტურიზმი, ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესები, სამშენებლო სფერო, მომსახურების სფერო და ეს სია უსასრულოდ გრძელდება. ეს დაიწყო ივნისიდან.
ასევე, მინდა ვთქვა, რომ უკვე ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ვართ. რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი, უფრო და უფრო რთული იქნება მაჩვენებლების რეგულირება“, – ამბობს სხვიტარიძე და ამატებს, რომ ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილებაც კი შეუძლებელი ხდება.