25 000$ ვინც ჩიხლაძესა და შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მომაწვდის,” – “ტვ პირველის” დირექტორი

“25 000$ ვინც მაკა ჩიხლაძესა და შეწირულზე თავდამსხმელებზე ინფორმაციას მომაწვდის,” – წერს “ტვ პირველის” დამფუძნებელი და დირექტორი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.
“მიწიდან ამოგთხრით და გიპოვნით.” – წერია მის პოსტში.
შეგახსენებთ, წუხელ აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების დროს “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ფაქტის ამსახველ ვიდეოში ჩანს რომ ამას აკეთებს ნიღბიანი დაჯგუფება, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ. საზოგადოების ნაწილი ამ სისასტიკეს “ქართული ოცნების” ე.წ. ტიტუშკებს მიაწერს, თუმცა, თავად “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ მედიაზე თავდამსხმელებს არანაირი კავშირი მათთან არ აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…