25% ხმას „ოცნებას“ მისცემდა, ხვალ რომ არჩევნები იყოს – IRI-ს კვლევა

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ხვალ რომ იყოს, ხმას მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა. მარტის კვლევასთან შედარებით, „ოცნების“ რეიტინგი 6%-თაა გაზრდილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზეა, 13%-ით. მათი რეიტინგის ცვლილება ცდომილების ზღვარის ფარგლებშია. გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ – მესამეზე, 4%-ით.
მთლიანობაში, რეიტინგი ასე გამოიყურება [გვერდით მითითებულია გამოკითხულთა ის წილი, ვისთვისაც პარტია მეორე არჩევანია]:
· „ქართული ოცნება“ – 25% [3%]
· „ნაციონალური მოძრაობა“ – 13% [3%]
· „საქართველოსთვის“ – 4% [4%]
· „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% [4%]
· „ხალხის ძალა“ – 1% [5%]
· „ლელო“ – 2% [4%]
· „გირჩი“ – 3% [2%]
· „გირჩი – მეტი თავისუფლება“ & „დროა“ – 2% [3%]
· „ლეიბორისტული პარტია“ – 2% [3%]
· „მოქალაქეები“ – 2% [2%]
· „ – ხალხისთვის“ – 2% [1%]
· „პატრიოტთა ალიანსი“ – 1% [1%]
· „კონსერვატიული მოძრაობა“ [ალტ-ინფო] – 1% [1%]
· „ევროპული საქართველო“ – 1%-ზე ნაკლები [1%]
· სხვა – 1% [1%]
გარდა ამისა, მოქალაქეთა 6% ამბობს, რომ ხმას არ მისცემს; 11% ბიულეტენს გააფუჭებს; 18%-ს პასუხი არ აქვს; 5% უარს ამბობს პასუხზე.
რაც შეეხება კითხვას, ვის არ მისცემენ ხმას არავითარ შემთხვევაში, გამოკითხულთა 40% ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, 29% – „ქართულ ოცნებას“. 18% – „გირჩი – მეტ თავისუფლებას“ და „დროას“. 16% – „გირჩს“. 13% – „ევროპულ საქართველოს“. 12% – „ალტ-ინფოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი ბრეგაძე – პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს – პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც შეშურდებოდა მათი