25 წლის ქალი საკურორტო ზონებში სხვის ბინებს თავისად ასაღებდა და ქირის თანხას წინასწარ იღებდა | დაწყებულია გამოძიება

თაღლითობის საქმე, რომელიც ბინების ყალბ გაქირავებას უკავშირდება. პოლიცია სწავლობს არაერთი დაზარალებულის ისტორიას, რომლებმაც ბაკურიანში, ან სხვა კურორტებზე ბინები ერთი კონკრეტული ადამიანისგან იქირავეს, ადგილზე ჩასულებმა კი აღმოაჩინეს, რომ ქონება სხვისი საკუთრება იყო და მეპატრონეს არანაირი მონაწილეობა გაქირავებაში არ ჰქონდა. სქემის შემქმნელი 25 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელიც ძირითადად სოციალურ ქსელს იყენებდა და წინასწარი გაქირავებით რამდენიმე ათასი ლარი აქვს მიღებული.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე