25-წლიანი კარიერის დასრულება, ნაკელბად ცნობილი ოჯახი და ცხოვრება კამერებს მიღმა – ნინო ხოშტარია 55 წლის გახდა – Marao

25-წლიანი კარიერის დასრულება, ნაკელბად ცნობილი ოჯახი და ცხოვრება კამერებს მიღმა – ნინო ხოშტარია 55 წლის გახდა – Marao
ნინო ხოშტარია ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ეკრანებზე გამოჩნდა და საკუთარი პროფესიონალიზმით მალევე მოიგო მაყურებლის გული. ალბათ, ყველას კარგად ემახსოვრება საბავშვო ინტელექტუალური პროექტი “ყველაზე ჭკვიანი”, რომელიც წმაყვანიც იყო ნინო ხოშტარია. მას შემდეგ ის არაერთ შოუს, თოქ-შოუსა თუ გადაცემას უძღვებოდა და დადებითი ენერგიით და გამორჩეული საუბრის მანერით ის ბევრი ადამიანისთვის საყვარელ ტელესახედ იქცა. ის იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი გადაცემების, მათ შორის ჯეობარის, ეკივოკისა და კიდევ რამდენიმე გადაცემის წამყვანი.
2019 წლისთვის ნინო ხოშტარია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მუშაობდა და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად შუადღის გადაცემა “სხვა შუადღე” მიჰყავდა, თუმცა სარედაქციო ცვლილებების გამო, ნინომ არხი დატოვა და აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობასაც ჩამოშორდა. “რუსთავი 2” -ში ნონო 25 წლის მანძილზე მუშაობდა:
“25-დან 25 წელი. ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად შევქმენით ისტორია და ერთად დავამთავრეთ”, – წერდა მაშინ ტელეწამყვანი.
ამ ფაქტის შემდეგ ნინო ეკრანებზე აღარ ჩანს, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად აქვეყნებს ფოტოებს საკუთარი ყოველდღიურობიდან. ნინო სულ ცოტა ხნის წინ ბებია გახდა და მისთვის ეს ამპლუა განსაკუთრებით საყვარელი აღმოჩნდა. შვილიშვილტან, უსაყვარლეს პაოლოსთან ერთად დიდ დროს ატარებს და მის ფოტოებსაც ხშირად გვიზიარებს. ყოფილი ტელეწამყვანი ბევრსაც მოგზაურობს და დიდ დროს ოჯახს უთმობს. ახლა მისი ცხოვრება კამერებისგან დაფარული, თუმცა მშვიდი და სასიამოვნოა.
დღეს კი ნინო ხოშტარია დაბადების დღეს აღნიშნავს. ის 55 წლის გახდა და მეგობრებისგან სოციალურ ქსელში არაერთი მილოცვაც მიიღო. ნინოს კოლეგამ, ყველასთვის საყვარელმა თიკა ფაცაციამ, ნინოსთან ერთად გატარებული დღეები გაიხსენა და ამ დღის აღსანიშნავად მას ფოტოკოლაჟი მიუძღვნა: “მიყვარხარ შენი თვისებებისა და უნარების დიდი პალიტრით” – წერს თიკა.

ასევე დაგაინტერესებთ