25 საერთაშორისო ჯილდო და 14 ნომინაცია – ყველაზე ტიტულოვან ქართველ კინორეჟისორს, ოთარ იოსელიანს უკანასკნელ გზაზე ხვალ გააცილებენ

25 საერთაშორისო ჯილდო და 14 ნომინაცია – ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კინორეჟისორია. მისმა პირველივე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა – “გიორგობისთვე”, კანის კინოფესტივალზე, საუკეთესო დებიუტისთვის ფიპრესის და ჟორჟ სადულის პრემიები დაიმსახურა.
“აპრილი”, “იყო შაშვი მგალობელი”, “გიორგობისთვე”, “პასტრალი”, “საპოვნელა” – იოსელიანის ფილმოგრაფია ოცდაათამდე სრულმეტრაჟიან, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ნამუშევარს ითვლის. ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, კინორეჟისორის ფილმების მთავარი სათქმელი საბჭოთა პერიოდისთვის ზედმეტად ხმამაღალი აღმოჩნდა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, იოსელიანს საყვარელი საქმიანობა არასდროს შეუწყვეტია. მეტიც, მას გადასახლებიდან დაბრუნებული მამაც კი აძლევდა ბიძგს, ეკეთებინა ის, რაც სიამოვნებას ანიჭებს.
გაფრთხილებების შემდეგ იყო პირდაპირი მოწოდება – ან შეეცვალა ფილმების შინაარსი, ან წასულიყო საზღვარგარეთ.
ასეც მოიქცა. 80-იან წლებში ემიგრაციაში წავიდა და ფილმების გადაღება საფრანგეთში განაგრძო, თუმცა ს შემოქმედება ყოველთვის საქართველოსთან იყო დაკავშირებული.
რეჟისორზე წარსულ დროში საუბარი კოლეგებს უჭირთ. იუმორი, ეთიკა, დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ – სწორედ ამ ეპითეტებით ახასიათებს ოთარ იოსელიანს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.
ყველაზე ტიტულოვანი ქართველი რეჟისორის გარდაცვალებას ეროვნული კინოარქივიც ეხმაურება. ოთარ იოსელიანმა, ზუსტად 2 წლის წინ, საფრანგეთში წაღებული ფირები გააციფრულა და საკუთარი ფილმების მაღალი ხარისხის ასლები არქივს თავადვე გადასცა. საუბარია 1950-იანი წლებიდან 2015 წლამდე, საქართველოსა და საფრანგეთში გადაღებულ 21 დოკუმენტურსა და მხატვრულ ფილმზე.
ოთარ იოსელიანს ოჯახის წევრები და ახლობლები უკანასკნელ გზაზე ხვალ გააცილებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით