25 ნოემბერს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.
პარლამენტის ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები, ასევე ტელემაუწყებლების/ტელემედიების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
განცხადებაში ირწმუნებიან, რომ ამ ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
ხვალ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა დადგეგმილი.