25 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით ბოსტონში მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში იმართება

25 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით ბოსტონში (, მასაჩუსეტსის შტატი) იმართება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმი, მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში.
ბოსტონი, 2016 წლის შემდეგ, მეორედ უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს, რომელშიც მონაწილეობას 42 ქვეყნის 190 სპორტსმენი მიიღებს.
გამარჯვებულებისა და საპრიზო ადგილებზე გასული მოციგურავეების გამოვლენის გარდა, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ბოსტანში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით განაწილდება საგზურები 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისათვის. აგრეთვე, ნაწილობრივ განისაზღვრება სარეიტინგო ქულები, მილანში, ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში, 10 საუკეთესო გუნდს შორის ადგილის მოსაპოვებლად.
2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდი წარმოდგენილი იქნება შემდეგი შემადგენლობით:
ანასტასია მეტელკინა – ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილი)
ნიკა ეგაძე (მამაკაცი)
ანასტასია გუბანოვა (ქალი)
დიანა დევისა – გლებ სმოლკინი ( სპორტული ცეკვები)
საქართველოს დელეგაცია, ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის ხელმძღვანელობით, ბოსტონში ,24 მარტს გაემგზავრა. სპორტულ წყვილებში მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში