25 ივლისამდე გამოგზავნე პორტფოლიო საქართველოს ბანკის და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე

კრეატიული სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, „“, Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულებს ბერლინში, Miami Ad School-ში სწავლას სრულად უფინანსებს.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის გამოგზავნა 25 ივლისამდე არის შესაძლებელიამისათვის გამოგზავნეთ თქვენი პორტფოლიო ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან ეწვიეთ ბმულს.

პროექტის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 5 სტიპენდიატი.

აღსანიშნავია, რომ წელს პროგრამა განსხვავებული ფორმატით ტარდება – სასწავლო პროგრამა ერთწლიანი იქნება და ის ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. სტუდენტები ორი სემესტრი ონლაინ, ორი სემესტრი კი ბერლინში ისწავლიან. საქართველოს ბანკის და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ფარავს როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს.

სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

განათლების გზაზე არ გაჩერდე!

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშისა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge