25 იანვარს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება.
კერძოდ, დედაქალაქში, 14:30 საათზე, კამპუსის შენობიდან (დავით აღმაშენებლის 240) გაიმართება კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში;
15:00 საათზე, მზიური, ამფითეატრში, შეხვედრა მაისის სტუდენტურ მოძრაობასთან
16:00 საათზე, იპოდრომზე, აქცია-კონცერტი „მუსიკალური აქცენტები – მიტაცება“. ასევე, 17:00 საათზე – მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების მარში გაიმართება.
18:00 საათზე- რესპუბლიკის მოედანზე მიხა ხელაშვილის სახელობის მარში იგეგმება.
19:00 საათზე გაიმართება ფსიქოლოგების მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან;
19:00 საათზე – პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან;
19:00 – აქცია საქართველოს პარლამენტთან
20:30 საათზე – რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება ფასებით უკმაყოფილოთა მარში.
23:00 – იპოდრომიდან პარლამენტისკენ გაიმართება მსვლელობა „მუსიკალური აქცენტები“.
რაც შეეხება რეგიონებს, ხვალინდელი აქციების გეგმა ასეთია:
ახალციხე – 18:00 საათზე – არა რუსულ რეჟიმს! -შოთა რუსთაველის ძეგლთან
ბათუმში, 19:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია – სამშობლოს სამსახურში!
ზუგდიდში, 18:00 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია – ბრძოლა გამარჯვებამდე;
თელავში, 15:00 და 18:00 საათამდე, მერიის წინ – უწყვეტი პროტესტი თელავში!
ქუთაისში – 19:00 საათზე, მერიის წინ აქცია სახელწოდებით – კი ევროპას, არა რუსეთს!