25 და 26 მაისს ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციები დაანონსდა

გუშინდელი „თავისუფლების მარში“, ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა დასრულებისას საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს და ევროკავშირის დროშა გაშალეს.
დღეს, 25 მაისს, 19:00-დან ფრანების აქცია-პერფორმანსი გაიმართება.
„მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეტ აქციებს, 25 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის წინ, შემდგომ კი გვექნება პოზიტიური და ენერგიული მსვლელობა.როგორც გვაცნობეს, მსვლელობის დროს შემოგვიერთდებიან ლექტორები და სტუდენტები სხვა და სხვა უნივერსიტეტიდან.
აქციის დროს გვექნება უმნიშვნელოვანესი თემების განხილვა, შემდეგ ფრანების პერფორმანსი და ფიცის შეხსენების ცერემონია.
P.S. თხოვნაა, ვისაც შეგეძლებათ, ამერიკის დროშებიც წამოიღოთ, რათა ჩვენი მხრიდან შევძლოთ ამერიკისთვის კიდევ ერთხელ ხმის მიწვდენა და ხაზი გავუსვათ მათი თანადგომის დაფასებას“ — წერს მოძრაობა „დაფიონი“.
ამასთან, მორიგი აქცია 26 მაისს, ვაკის პარკთან გაიმართება.